Monday, May 4, 2015




1.პროექტის სახელწოდება: "წილადი,
როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მათემატიკის სამყაროში".

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მისწავლეებს უჭირთ მთელის ნაწილებად დაყოფა და მათთვის რაოდენობრივი მნიშვნელობის მინიჭება.ამ პროექტით მინდა მოსწავლეებს დავანახოწილადის როლი პრობლემის დაძლევაში.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები დაინახავენ რამდენად საინტერესოა მთელის ნაწილებად დაყოფა,შეძლებენ თითოეული ნაწილისთვის სიდიდის მინიჭებას,ნაწილიდან მთელის აწყობას და მიხვდებიან თუ როგორი მნიშვნელოვანია მთელ რიცხვებთან ერთად წილადი რიცხვები.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები ინტერესდებიან წილადის ფენომენით მისი პრაქტიკაში გამოყენებით,რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის,ინფორმაციის დახარისხების ანალიზის,მსჯელობის,შედარების უნარების განვითარებას.
5.მოსწავლეთა ასაკი:11-12წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეუძლიათ ბუნებაში არსებული მასალების(ხილი, ბოსტნეული და ა.შ.) ნაწილებად დაყოფა, დაყოფილი ნაწილების რაოდენობრივი მნიშვნელობის მინიჭება და წილადის ცნების გააზრებასთან ერთად მოსწავლე ხვდება მათემატიკის როგორც საგნის კავშირს ბუნებასთან.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ბუნებრივი მასალები (ბოსტნეული,ხილი მაგ.ვაშლი და ა.შ),დანა,ქაღალდის ფურცელი,მაკრატელი, კომპიუტერი,ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კვლევა-ძიება ინტერნეტში,კლასის დაყოფა წყვილებად ,თითოეული წყვილი მთელს დაყოფს სხვადასხვანაწილებად. დაადგენს რა მსგავსება-განსხვავებაამთელსა და ნაწილებს შორის,განსაზღვრავს მათ შორის რაოდენობრივ თანაფარდობას და გააკეთებსპრეზენტაციას, გამოიტანს  დასკვნას თუ რამდენად მნიშვნელოვანია წილადი რიცხვები მათემატიკის სამყაროში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკის კავშირი ბუნებისმეტყველებასთან ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.
11. პროწქტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანული ხოჯაშვილი.

12.ხელმძრვანელის ელ/ფოსტა:nanulixojashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanulixojashvil.blogspot.com.